X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

აბაშაში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ახალი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

17 ივნისი 2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

აბაშაში მიმდინარე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ქალაქ აბაშაში აქტიურად მიმდინარეობს საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და 300 მაყურებელზე გათვლილი ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა.

პროექტი სრულფასოვანი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. კერძოდ, მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, დაცვის ჯიხური და სხვა დამხმარე სივრცეები.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხელოვნური საფარი და შესაბამისი ტექნიკური სისტემები, რაც ობიექტის უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ახალი სპორტული კომპლექსი ადგილობრივ ახალგაზრდებსა და სპორტსმენებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოს შესთავაზებს და სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ხოლო მისი ღირებულება 4.8 მილიონ ლარს შეადგენს.